вторник, 22 марта 2011 г.

აჭარული ფოლკლორი


     1.    პროექტის სახელწოდება   - აჭარული ფოლკლორი, ტრადიციები და რიტუალები;
2.     პროქტის მთავარი იდეა   -  წარსული არ მიეცეს დავიწყებას,მოსწავლე დაინტერესდეს უხუცესებთან გასაუბრებით წარსულის შესახებ.
3.     პროექტის აქტუალობა     -მოსწავლეების მიერ მოძიებული იქნება შემდეგი საკითხები: საყოფაცხოვრებო ტრადიციები,საახალწლო ტრადიციები,საქორწინო ტრადიციები,ნიშნობის ტრადიციები,ფოლკლორული მასალების შეგროვება,ფოტო სურათებისა და ძველი ნივთების შეგროვება და ექსკურსიები აჭარის ისტორიულ ადგილებში.
4.     პროექტის მიზნები - ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში,მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალებას.
5.     მონაწილეთა ასაკი - 14-15  წელი.
6.     ვადები/ხანგრძლივობა - 2011 წლის აპრილიდან- ნოემბრამდე.
7.     მოსალოდნელი შედეგები -რადგან სასწავლო პროცესში ვერ ვახერხებთ მოსწავლეთა ღრმა საფუძვლიან ხედვას ქვეყნის კუთხის წარსულში,ეს პროექტი დაგვეხმარება სწორედ ამის განხორციელებაში.
8.     პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები - ხმის ჩამწერი,ციფრული ფოტო აპარატი,ვიდეო კამერა,ფურცლები ჩანაწერებისთვის და სხვა.
9.     პროექტის მსვლელობა -მოეწყობა ექსკურსიები აჭარის ყველა რაიონში.
10. პროექტის ხელმძღვანელი  - შორენა ხაბაძე.
11. ხელმძღვანლის  ელ.ფოსტა - shorena.khabadze@gmail.com